საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 91 იმერეთზე მოდის
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 179 თბილისს უკავშირდება, 91 კი იმერეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა თბილისში. თბილისში არის 179 ახალი შემთხვევა, იმერეთში 91 პაციენტს დაუდასტურდა ვირუსი, შემთხვევათა რაოდენობამ მოიმატა ქვემო ქართლში, 28 პაციენტი არის ინფიცირებული, შიდა ქართლში -ათი, კახეთში არის – 11, მცხეთა-მთიანეთში სამი ახალი შემთხვევა, გურიაშიც – სამი, სამცხე-ჯავახეთში კი ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ენდელაძემ.
როგორც ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 63-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ენდელაძის თქმით, 6-ვე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
ავტორი: ნიუპრესი