|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის ნიშნები, ჯერჯერობით, არ ჩანს

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის  ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ იციან ზუსტი თარიღი, თუ როდის შემოვა საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა.

გამყრელიძის განმარტებით, დიდი დეფიციტია ევროკავშირში, განსაკუთრებით, "ფაიზერმა" და "მოდერნამ" ვერ შეასრულეს ევროკავშირის დაკვეთები. 

 მისივე თქმით, მოლოდინია, რომ საქართველოში ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყებa. 

"ჯერ არ ვიცით ზუსტი თარიღები „ფაიზერთან“ მიმართებაში, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ იმ არხებით, რაზეც ვმუშაობთ „ასტრაზენეკას“ მიღებასთან დაკავშირებით, რომ სერიოზული რამდენიმე ასეული ათასი დოზა წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ, კონტრაქტები გაფორმებულია. ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ მარტში დაიწყოს ვაქცინაცია"-განაცხადა გამყრელიძემ. 

მისივე განმარტებით,  დიდი სურვილია აქვთ, რომ მაისამდე 200 ათასი ადამიანის აცრა მაინც მოასწრონ. 

ავტორი: ნიუპრესი