|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორონავირუსით ინფიცირების 4031 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 031 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 536 202-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 101 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 031 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 639 შემთხვევა, აჭარა - 449, იმერეთი - 493.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 573, საიდანაც 7 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 189, აჭარაში - 1 011, იმერეთში - 1 184.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 584 პირი, მათ შორის, თბილისში - 669, აჭარაში - 161, იმერეთში - 343.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში - 213, აჭარაში - 40, იმერეთში - 27.

3 205 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 450 - თბილისში, 1 183 - აჭარაში.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 565 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 451, პირი, აჭარაში - 7 541 იმერეთში - 4 183.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 585 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 473 502.

ავტორი: ნიუპრესი