საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა
საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული 37-ე პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა. 69 წლის მამაკაცი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში გადიოდა.
ის კლინიკაში რამდენიმე კვირის წინ მძიმე მდგომარეობაში, დადასტურებული კოვიდ 19-ით შეიყვანეს.
"პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. კლინიკაში შემოყვანის მომენტში მისი მდგომარეობა შეფასდა მძიმედ და ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა,” - აცხადებენ კლინიკაში.
დღეს, იმერეთში 1200-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა, მათდგან კორონავირუსი 38 პაციენტს დუდასტურდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი