|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება

მოკლე ხანში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება, - ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრის პირველმა  მოადგილემ  თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

 მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს.

„კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში - ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც,” - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი