საქართველოში "მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა, - გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მწვანე პასპოსტებთან დაკავშირებით სავალდებულო ხასიათი ქვეყნის შიგნით ამ ეტაპზე არ ქონდეს. მისი თქმით, ამის მიზეზი ომიკრონის არაპროგნოზორებული ხასიათია.
"ომიკრონის პირობებში რეინფიცირება მაღალია, ასე რომ ეს არ იცავს, ვაქცინაცია იცავს, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა, ერთადერთი გადაზღვევა ტესტირება იქნება, მაგრამ ეს რთულია, "- განაცხადა გაბუნიამ.
მისივე განმარტებით, მიუხედავად „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის გაუქმებისა, აღრიცხვიანობის სისტემა რჩება და ვისაც ეს საბუთი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროება, ამ მექანიზმით სარგებლობას შეძლებს.
ავტორი: ნიუპრესი