|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საქმე გაყალბებულია” – მზია ამაღლობელი პროცესს დისტანციურად ჩაერთო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომას მზია ამაღლობელი დისტანციურად ესწრება. ინფორმაციას გამოცემა "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას ამაღლობელმა თქვა, რომ ის ჩვენებები, რაც მოწმე პოლიციელებისაგან მოისმინა, ყალბია და მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

როგორც მან აღნიშნა, ჩვენებებში სიმართლე არის მხოლოდ ის, რომ მან შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერი ნამდვილად გააკრა.

“საქმე რომელსაც განიხილავთ და ის, რასაც მე ახლა მოვუსმინე, გაყალბებულია. საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად დავაკარი, სრულიად გააზრებულად. რაც შეეხება 11 იანვარს ჩემს უკანონო დაკავებებს, ჩემს მიმართ იყო შეურაცხმყოფელი მოპყრობა პოლიციის სამმართველოში. შემდგომ იყო საუბარი, რომ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები შეწყვიტაო. ეს არის სიცრუე, რადგან კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩამიდენია და არც მოწოდებები მქონდა. ასევე საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდაო, რაც ასევე სიცრუეა. უბრალოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, რომელიც ამას დაადასტურებს, თუ არ ჩავთვლით თავად მათ ჩვენებებს. ზოგადად, საზოგადოებრივ სივრცეში და საჯაროდ 50 წლამდე ვარ და არასოდეს არავისთვის მიმიყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა”, – განაცხადა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე.

წყარო: ნეტგაზეთი

ავტორი:

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 16 ხმა