სასაფლაოზე შესვლის მცდელობისათვის დაკავებული ნიკა ნარსია ამ დრომდე იზოლატორში რჩება
ამ დრომდე შინაგან საქამეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება "მოძრაობა საქართველოსათვის" წევრი ნიკა ნარსია, რომელიც გუშინ სასაფლაოზე შესვლის მცდელობის დროს დააკავეს.
სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, ის მარტო ცდილობდა მამის საფლავზე შესვლას, რის უფლებასთან სასაფლაოსთან მობილიზებული პოლიციის ეკიპაჟი არ აძლევდა, ურთიერშელაპარაკების შემდეგ ნიკა ნარსია დააკავეს.
მის მხარდასაჭერად გუშინვე "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები გუშინ ქუთაისში ჩავიდნენ და პროტესტის ნიშნად, კომენდანტის საათის დემონსტრაციულად დაარღვიეს. ისინი კოვიდ-19 პრევენციისათვის დადგენილ რეგულაციებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამ შეზღუდვებს კავშირი არ აქვს პანდემიასთან ბრძოლასთან.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდონარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლოციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი