|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში საპილოტე პროგრამის ფარგლებში 69 656 927 ლარი დაიხარჯება

 იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2021-2022 წლებში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 69 656 927 ლარია გამოყოფილი. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ურბანული განახლების, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების მიზნობრივი პროექტები 2021-2022 წლებში განხორციელდება ქუთაისის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ლაგოდეხის, თელავის და ლანჩხუთის, მუნიციპალიტეტებში, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ჯამში გადაეცემათ 3 774 097 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების თანადაფინანსება 42 ათას ლარზე მეტი იქნება.

ევროკავშირის პროგრამით აღნიშნულ 7 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები ჯამში 4 მილიონი ლარით დაფინანსდება.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კომისიის მიერ მოწონებული პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.

პრიგრამის ფარგლებში, საჩხერესა და ხარაგაულის მიერ შემუშავებული პროექტებით გათვალისწინებულია ტურისტულ ლოკაციებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. ქუთაისის, ზესტაფონისა და ბაღდათის მიერ წარმოდგენილი წინადადებები რეკრეაციული სივრცეების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ვარინკა წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს.

 

ავტორი: ნიუპრესი