"პროფესიულ სასწავლებლებსა და აგრო ბიზნესს შორის თანხვედრა არაა"
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადამიანი გაჭირვებაში" და პროექტის "საქართველოში აგრო ბიზნესის ფორმალური და არა-ფორმალური პროფესიული განათლების განვითარება" წარმომადგენლებმა იმერეთის აგრო ბიზნესის შრომის ბაზრის კვლევის პრეზენტაცია გამართეს.
პროექტი: "საქართველოში აგრო ბიზნესის ფორმალური და არა-ფორმალური პროფესიული განათლების განვითარება" იმერეთის რეგიონში განხორციელდა და პროფესიული სასწავლებლებისა და აგრო ბიზნესის თანამშრომლობას ეხებოდა. პროექტის წარმოამდგენლის დავით ჯიჯოლავას განცხადებით, პროფესიულ სასწავლებლებსა და აგრო ბიზნესში თანხვედრა არაა.
"ჩვენი მიზანია პროფესიული განათლების სასწავლებლების დახმარება, რომ მეტად იყვნენ წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის სფეროში. ვეცნობით, რა შეიძლება განხორციელდეს, რომ დავეხმაროთ სასწავლებლებს და მეტი თანამშრომლობა ჰქონდეთ აგრო ბიზნესთან. სასწავლებლებს აქვს პოტენციალი გაზარდოს სოფლის მეურნეობის მცოდნეები, მიუხედავად ამისა, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის თანხვედრა არაა. მოთხოვნა მეტია, მოწოდება ნაკლები, აგროს სფეროს სპეციალობები აღარ არიან სოფლებში. ვინც არის, მათ არ აქვთ თანამედროვე ცოდნა. ამიტომ ჩვენი მიზანია მოვახდინოთ ახალგაზრდების დაინტერესება და სასწავლებლების დახმარება, რომ მათ მეტი ცოდნა მისცენ დაინტერესებულებს", –განაცხადა "გეო რისერჩის" წარმოამდგენელმა დავით ჯიჯოლავამ.
მისივე განცხადებით, ცდილობენ, რომ პრეფესიული სასწავლებელები რამდენიმე მიმართულებით განავითარონ. ასევე მიაჩნია, რომ პროფესიული სასწავლებლები რეგიონულ ცენტრებად უნდა ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ბიზნესმენსა და აგრო სფეროს მცოდნებს დააკავშირებს.
პროექტის ფარგებში, სამი პროფესიული სასწავლების შესწავლა მოხდა, რომლებთანაც მუშაობა რამდენიმე სფეროში გაგრძელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი