სასწრაფოდ გათავისუფლდეს გოგი წულაია წინასწარი პატიმრობიდან! - გიგა შუშანია
სასწრაფოდ გათავისუფლდეს გოგი წულაია წინასწარი პატიმრობიდან! - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ტრადიციულად შერჩევით სამართალს იყენებს.
"სასწრაფოდ უნდა მოხდეს გოგი წულაიას გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან. მით უფრო, რომ ქალის მიმართ ძალადობაში მხილებული თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატი ილია ჯიშკარიანი არათუ არ დასჯილა, საკუთრ პოსტზე აგრძელებს საქმიანობას. არა შერჩევით სამართალს! თავისუფლება გოგი წულაიას!", - აცხადებს გიგა შუშანია.
შეგახსენებთ, ათდღიანი შიმშილობის შემდეგ გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის რამდენიმე საათის წინ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი