“საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება“
“საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურები დასახელდა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში, აქედან გამომდინარე, ჩემთვის, პირადად, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება. თუმცა, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი. ჩვენ გვექნება გუნდში მსჯელობა და ამ მსჯელობაში, ბუნებრივია, ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე - პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იგივე პოზიციაზეა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ შემოთავაზებული კანდიდატურებიდან სახალხო დამცველის პოზიციაზე ერთ-ერთს დაასახელებს.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტში განილება ასევე სოფო ხორგუანისა და სოფო ჯაფარიძის კანდიდატურები.
ავტორი: ნიუპრესი