საუკუნის პროექტი - კობის გვირაბის მშენებლობა დაიწყო
ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი -განაცხადა ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კობში (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი),9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის დაწყების ღონისძიებაზე.
ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმიანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბგამყვანი საბურღი მანქანით TBM (Tunnel boring machine) 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის დაწყება ცერემონიით აღინიშნა, სადაც პრემიერმა ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბნრა.
"წლის განმავლობაში, 100 დღის განმავლობაში არის დაკეტიკლი ეს გზა და ჩვენი მოსახლეობა ვერ გადაადგილდება ამ გზის საშუალებით. აქ დღის განმავლობაში 3-დან 4 ათასამდე ავტომანქანა გადაადგილდება, ამათგან არის მსუბუქი, დანარჩენი არის მაღალი გამავლობის ავტომანქანა. ეს რა თქნა უნდა. მთლიანად განტვირთავს ამ მონაკვეთს, ჩვენ შეგვეძლება საათნახევარში თბილისიდან ყაზბეგში ჩამოვიდეთ, მას შემდეგ, რას დასრულდება ჟინვალი ნატახტარის მონაკვეთი"- განაცხადა ღარიბაშვილიმა.
მთავრობის მეთაურისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ცნობით ეს იქნება, ამიერკავსიაში ყველაზე დიდი გვირაბი და თავისი პარამეტრებით უნიკალურია მთელს მსოფლიოშიპროექტი ჯდება
შეგახსენებთ, როდესაც ამ პროექტის შესახენ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან დამაკავშირებელ ე.წ. „საქართველოს სამხედრო გზაზე“ კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის პროექტს “ახალ როკის გვირაბი“ უწოდა.
ავტორი: ნიუპრესი