|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სავანეს“ მეპატრონეებთან ერთად მივმართეთ პროკურატურას - თემურ ცამციშვილი

„დღეს, კაფე ბარ სავანეს მეპატრონეებთან ერთად მივმართეთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. მუნიციპალური განვითარების და ქუთაისის მერიის მიერ სასამართლოში  წარდგენილი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შენობას ანგრევენ არის გაყალბებული და არასრული“,-განაცხადა იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა. 

„დღეს, კაფე ბარ სავანეს მეპატრონეებთან ერთად მივმართეთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით. კერძოდ კი, მუნიციპალური განვითარების და ქუთაისის მერიის მიერ სასამართლოში  წარდგენილი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც შენობას ანგრევენ არის გაყალბებული და არასრული. დოკუმენტაცია იმდენად არასრულია რომ ესკიზიც კი არ ახლავს იმ შენობის, რომლის გამოც მოქმედ შენობას ანგრევენ.

არავის ილუზია და არც იმის მოლოდინი არ აქვს, რომ ამათი პროკურატურა ამ საქმეზე გამოძიებას დაიწყებს ან მსვლელობას მისცემს, მაგრამ ძალიან მალე, როცა ჩვენ გვეყოლება დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო, აუცილებლად მოუწევთ მსგავსი საქმეების თაროდან ჩამოლაგება და გამოძიების დაწყებაც კონკრეტულად იმ ადამიანებზე, რომლებიც სავარაუდო კორუფციული ინტერესების გამო, საბუთების გაყალბებით, სასამართლო კლანთან ერთად ცდილობენ კერძო საკუთრების მითვისებას“, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა. 

 

ავტორი: ნიუპრესი