|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სავარაუდო ბულინგის მსხვერპლი აცხადებს, რომ მუქარის წერილი თავად დაწერა

იმერეთში ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მისამართით დაწერილ მუქარის შემცველ წერილზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, თანატოლების მხრიდან, სავარაუდო ბულინგის მსხვერპლმა წერილი თავად დაწერა. როგორც 14 წლის გოგო ჩვენებაში ამბობს, წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი დაწერილია.

არასრულწლოვნმა სამართალდამცველებს ჩვენება მეორე დღესვე მისცა.

მან აღიარა, რომ წერილი მან დაწერა, თუმცა როგორც ამბობს, კლასელის მუქარის საფუძველზე. ფაქტზე კალიგრაფიის ექსპერტიზაც ჩატარდა.

თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ თანაკლასელებმა გოგონას ჩანთაში სამართებელი და მუქარის შცველი წერილი ჩაუდეს. მოზარდმა მომხდარზე დედას უამბო, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი