საველე ჰოსპიტლები იმერეთსა და აჭარაშიც მოეწყობა
საველე ჰოსპიტლები იმერეთსა და აჭარაშიც მოეწყობა, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია.
"საველე ჰოსპიტალი, გარკვეულწილად, ჩვენთვის მზაობის და სარეზერვო რესურსის შექმნის შესაძლებლობაა. ამაზე მუშაობა დაწყებულია, როგორც აჭარაში, ისე იმერეთში, რადგან ის არის ორი დიდი რეგიონი, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის. ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ჯობია ჩვენ მზად ვიყოთ, ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ვიდრე მერე მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში გადაწყვეტილებების და მზაობის უზრუნველყოფა. მიმდინარე სამუშაოები პროცესშია, იმედია, არ დაგვჭირდება,"- განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროისთვის, თბილისში ორი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი, მათგან ერთ-ერთი დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზშია, მეორე კი თბილისში, სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში.
ავტორი: ნიუპრესი