20 პარტია, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს
კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ, 11-დან 20-მდე გაიზარდა.
ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, სახელმწიფოსგან დაფინანსდებიან შემდეგი პარტიები:
„საქართველოს კონსერვატიული პარტია“ – წლიური დაფინანსება – 236,572 ლარი,
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – წლიური დაფინანსება 536,572 ლარი,
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ – წლიური დაფინანსება – 236,572 ლარი,
„ეროვნული ფორუმი“ – წლიური დაფინანსება – 236,572 ლარი,
„საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 598,698 ლარი,
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 2,082,238 ლარი,
„თავისუფალი დემოკრატები“ – 512,196 ლარი,
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 472,812 ლარი,
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1,122,526 ლარი,
„ევროპული საქართველო“ – 895,726 ლარი,
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 241,625 ლარი,
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 997,037 ლარი,
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 744,008 ლარი,
„ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ – 87,024 ლარი,
„თავისუფალი საქართველო“ – 87,024 ლარი,
„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, – 87,024 ლარი,
„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 87,024 ლარი,
„ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 87,024 ლარი,
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 195,511 ლარი,
„სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 195,511 ლარი.
ჯამში აღნიშნული 20 პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9,739,296 ლარს მიიღებს.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით, აქამდე დაფინანსებას 11 პარტია იღებდა და კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და დაფინანსებას 11-ვე ინარჩუნებს. ეს პარტიებია:
“ქართული ოცნება“,
“კონსერვატიული პარტია“,
“მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“,
“რესპუბლიკური პარტია“,
“თავისუფალი დემოკრატები“,
“ეროვნული ფორუმი“,
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,
“ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“,
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“,
“პატრიოტთა ალიანსი“ და
“ლეიბორისტული პარტია“.
აღნიშნული პარტიებიდან ის სუბიექტები, რომელთაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 3%-ზე ნაკლები მიიღეს, დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე შეინარჩუნებენ.
ამასთან, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ პარტიებს ემატება – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ ბლოკში შემავალი პარტიები: “ტრადიციონალისტები“, “თავისუფალი საქართველო“, “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ და “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“. კვალიფიციური სუბიექტი ხდება ბლოკ “ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობაში“ შემავალი პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში მყოფი “ევროპული საქართველო“.
8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ხდება პაატა ბურჭულაძის “სახელწიფო ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო“.
ავტორი: ნიუპრესი