|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისში 33-მდე ობიექტს ყიდის

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქუთაისში 33-მდე ობიექტს ყიდის. ამ დროისთვის სააგენტოს მიერ ქალაქის სხვადასხვა უბანში განთავსებული შენობა-ნაგებობები სხვადასხვა ფასადაა შეფასებული.

ზუსტი მონაცემები, ქუთაისში მდებარე რამდენი ობიექტია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ გასულ წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მერიამ 50-მდე სხვადასხვა ფართობისა და დანიშნულების მქონე ობიექტის გადმოცემა მოითხოვა. ამათგან, 18-ზე თანხმობა მიიღო, 12 ობიექტზე უარი. რაც შეეხება დანარჩენ ობიექტებს, სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს განხილვა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასხვისდა ქუთაისის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც  მაკდონალდსის“ მშენებლობას პროტესი მოყვა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი