"სახელმწიფო რესურსი უფრო მიზანმიმართულად უნდა დავხარჯოთ" (R)
მიხეილ ყაველაშვილი-„ განათლება არის საფუძველთა საფუძველი ჩვენი კეთილდღეობისა. განათლების გარეშე შეუძლებელია რამე განვითარებაზე საუბარი , ჩვენ ვგეგმავთ ფუნდამენტურ ცვლილებებს უმაღლეს განათლებაში.“
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ , მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში , მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს.
ნაძალადევის რაიონის მე-18 ოლქის ამომრჩეველთან შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვლმა აქცენტი ახალგაზრდების განათლებაზე და დასაქმებაზე გააკეთა:
„ვგეგმავთ ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმას პროფესიული განათლების მიმართულებით, ვგეგმავთ, რომ ავამაღლოთ პრესტიჟი პროფესიული განათლების და ჩვენმა ახალგაზრდებმა აღარ დახარჯონ 4 წელი იმისთვის , რომ ისწავლონ ის პროფესიები, რომელიც საქართველოში არ არის მოთხოვნადი. ეს არის ძალიან თამამი განაცხადი მაგრამ ჩვენ მინიმუმ ის უნდა გავაკეთოთ, რომ სახელმწიფო რესურსით არ წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ ისწავლონ ის პროფესიები,რომლებიც არ არის მოთხოვნადი. სწორედ ამიტომ ვახდენთ პრიორიტეტების გადასინჯვას და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ სახელმწიფო რესურსი უფრო მიზანმიმართულად უნდა დავხარჯოთ და იმ მიმართულებებზე რომელიც საჭიროა.
დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილა რაიონის განვითარების პერსპექტივაზე, სოციალურ პრობლემებზე. შეხვედრის ბოლოს მიხეილ ყაველაშვილმა ამომრჩეველს საქმის ერთად კეთებისკენ მოუწოდა და დაპირდა, რომ ის იქნება ხიდი გამგეობასა და მოსახლეობას შორის.
ავტორი: ნიუპრესი