სენაკში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდენ
სენაკში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდენ. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც არხის წარმომადგენლები ასათიანის ქუჩაზე მივიდნენ, სადაც "ოცნების" აქტივისტების მოსახლეობისაგან პირადობის მოწმობების ამოღებას ახდენდნენ.
"ოცნების" აქტივისტები არხის წარმოამდგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცდილობდენ ტექნიკის დაზიანებას, იმ არგუმენტით, რომ ისინი "არჩევნების დღეს არ მოასვენებდნენ".
ემა გოგოხიას თქმით, მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა და დააფიქსირა, რომ ინციდენტი პირადობის მოწმობების ჩამორთმევის საკითხს უკავშირდებოდა, რაც, როგორც ჟურნალისტი აცხადებს, გახდა მიზეზი იმისა, რომ პოლიციის წარმომადგენლები ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ. გოგოციას თქმით, იმ დრომდე ვიდრე ინციდენტის მონაწილეები არ დაიშალნენ, პოლიციის ეკიპაჟი შორიახლოს იცდიდა.
ავტორი: ნიუპრესი