|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შავ სიაში 630 000 ადამიანია"-მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობას სიღარიბის მიზეზად ასახელებს

ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ჭარბვალიანობა სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა.

ჩვენი მოსახლეობიდან დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ე.წ. შავ სიაში და ის მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება. ამ ადამიანთა რიცხვში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები, არიან მცირე მეწარმეები, მაგრამ ვერ ავითარებენ თავიანთ პოტენციალს, ვერ ასაქმებენ ხალხს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ შორის უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ გამოიწვია მათი ჩამოშორება ეკონომიკური ცხოვრებიდან. ეს რას ნიშნავს,  რომ ჩვენი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30 პროცენტი მოკლებულია იმ საშუალებას, რომ იყოს ჩართული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ინკლუზიურ ზრდაზე“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

ავტორი: ნიუპრესი