|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეიარაღებული დაპირისპირება სამტრედიაში - დაკავებულია ყოფილი პოლიციელი

სამტრედიაში სისხლიანი დაპირისპირების შედეგად მამაკაცი დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ ლევან მიგინეიშვილს ავტომატით შეიარაღებული ანრი მილორავა თავს დაესხა და ცეცხლი გაუხსნა.

მიგინეიშვილმა სახლში შესვლა მოახერხა და ტაბელური იარაღით თავდამსხმელი დაჭრა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს. ლევან მიგინეიშვილი კი დაკავებულია.

ოჯახის თქმით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი, თუმცა ცნობილია, რომ მათ წარსულში ნაცნობობა აკავშირებდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან მიგინეიშვილი ყოფილი პოლიციელია. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

ავტორი: ნიუპრესი