|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეიცვლის თუ არა ადგილს ქუთაისის "ყინულის მოედანი"?

ქუთაისში ყინულის მოედანი დაახლოებით ხუთი თვეა, უფუნქციოდაა.  მიზეზი აგრეგატის გაფუჭებაა. შეჩერებული მუშაობის გამო გავცრელდა მოსაზრება  ტერიტორიის შესაძლო გასხვისების გეგმის შესახებ.
 
 ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ არ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია.  მისი განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საჭირო აგრეგატის შესაძენად. ამის შესახებ მერმა გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.  რადიო "ძველი ქალაქის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი ჭიღვარიამ აღნიშნა, რომ თუ ვერ მოხდება საჭირო ზომის აგრეგატის შეენა, ამ შემთხვევაში, შეიძენენ დიდი ზომის აგრეგატს, რის გამოც სავარაუდოდ, ახალი ტერიტორია შეირჩევა.  
 
"ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ ვიყიდოთ ახალი აგრეგატი. დადის ჭორი, რომელზეც გვეცინება, რომ თითქოს იმ ადგილის გაყიდვა გვინდა. თუ ვიყიდეთ და უფრო დიდი ტერიტორია იქნა საჭირო, ეს იქნება ისევ ბუხაიძეზე და იქნება სკვერი, თუ არა და აგრეგატი გაკეთდება. გამორიცხულია, რომ ეს ადგილი გასხვისდეს, ან ბეტონი ჩაისხას, ან რაიმე ასეთი. გვექნება ყინულის მოედანი და გვექნება სკვერები, რომელებიც რატომღაც შეგვიზღუდეს", - განაცხადა ჭიღვარიამ რადიოსთან კომენტირებისას.
 
მერიაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ ყინულის მოედნისთვის ადგილის შეცვლის შესაძლებლობას. მათი განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სასურველი ზომის აგრეგატის შესაძენად და არ განიხილება ადგილმონაცვლეობა. მერიაში ვარაუდობენ, რომ მოლაპარაკებები მალე დასრულდება და ყინულის მოედანი ისევ დაიწყებს მუშაობას.
 
ქუთაისის მერიის ააიპ „ყინულის მოედანი ქუთაისში 2011 წლიდან ფუნქციონირებდა. გასულ წელს მას ააიპის სტატუსი ჩამოერთვა და ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას" შეუერთდა.
 
 
 მოედანი 700 ბავშვზეა დაკომპლექტებული, ფუნქციონირებს ჰოკეისჯგუფი 250 ბიჭზე და 1 ჯგუფი 40 გოგონაზე, დანარჩენი ბავშვები კი ფიგურული სრიალისა და სამოყვარულო ჯგუფებში არიან გადანაწილებული. 
 
ბავშვების მშობლებმა ყინულის მოედნის გაჩერების გამო უკმაყოფიელბა გამოთქვეს, მათი თქმით, ბავშვები, რომელთაც წარმატება აქვთ, გაცდენილი დროის გამო მნიშვნელოვნად ზარალდებიან. 
 
 
ქუთაისში „ყინულის მოედანზე“ სწავლის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი