|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეიძინეთ ხარისხიანი პროდუქცია veli.store-ზე - დაზოგეთ დრო, ენერგია და ფული

ტაფა, ქვაბი, ჭკვიანი აკვარიუმი, გასავითარებელი წიგნები, ჭკვიანი საათი, სახის მასაჟორი, არაყი, თმის კრემი, კატის ქვიშა საპნის არომატით, ხმის შემცვლელი მეგაფონი, ჩვილის რძიანი ხილფაფა, 8 კილოგრამიანი ჰანტელი…ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაური ჩამონათვალი ჩანს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებს - ესაა Veli.store. 

 

Veli.store - ესაა ინტერნეტ მაღაზია, სადაც შეხვდებით ყველაფერს თქვენთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის, სახლისთვის, ცხოველებისა თუ ეზოს მოვლისთვის. ველიზე შეძლებთ შეარჩიოთ დაბადების დღის საჩუქრებიც თქვენი მეგობრებისთვის, განსაკუთრებულად შეფუთოთ ის და დანიშნულების ადგილზე გაუგზავნოთ. 

 

ველიზე რეგისტრაცია მარტივია, ავსებთ თქვენს სახელსა და გვარს, მეილს, მობილურის ნომერს და რა თქმა უნდა ადასტურებთ პაროლს. კიდევ უფრო მარტივად ავტორიზაცია სოციალური ქსელი Facebook-ის და Google-ის მეშვეობით შეგიძლიათ გაიაროთ. 

 

სასურველი ნივთების შერჩევის შემდგომ, ყიდვის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და რაც მთავარია, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებითაა განსაზღვრული. შეგიძლიათ მიუთითოთ დრო და კურიერს სთხოვოთ სასურველი ნივთი კართან დატოვოს. თუ თქვენს პატარას სძინავს და კარზე მოულოდნელმა ზარმა არ გინდათ ის გააღვიძოს, შეგიძლიათ მონიშნოთ, რომ კურიერმა ზარი არ დარეკოს. მოკლედ, წერთ მისამართს და სასურველი ნივთები ძალიან სწრაფად უკვე თქვენთანაა. თბილისის გარდა, ველი სწრაფი მიტანის სერვისს აგარაკებზეც გთავაზობთ, მათ შორის  

საგურამოში, ახალსოფელში, წიწამურში, მცხეთაში, წყნეთში, ზედა ქვედა კიკეთში, ახალდაბაში, კოჯორში, ტაბახმელაში, წოდორეთში, მუხათწყაროში, თხინვალში, ნაფეტვრებში, შინდისსა და წავკისში. 

 

თუ საყიდლებისთვის ფული დაგაკლდათ, veli.store-ზე ონლაინ განვადებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. მაგალითად, თიბისი ბანკი ველიზე 100-დან 10,000 ლარამდე, ხოლო საქართველოს ბანკი 45 ლარიდან 15,000 ლარამდე განვადების გაკეთების შესაძლებლობას გაძლევთ. 

 

აღნიშვნას ინტერნეტ მაღაზიის ფასდაკლებებიც იმსახურებს, რაც მომხმარებელს, როგორც წესი, მუდამ ახარებს. Veli.store-ზე მუდამ ფასდაკლებებია. მომხმარებლისთვის ოპტიმალური და ხელსაყრელი პირობების შეთავაზების მიზნით, ველიზე დღის აქციები  მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ნივთზე 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობა შეგიძლიათ. გარდა ამისა, ამჟამად მაგალითად, საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათებით გადახდისას, 25%-იანი ქეშბექი მოქმედებს. 



ავტორი: ნიუპრესი