|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შემცირებული მოსწავლეთა რაოდენობა და დამალული საჯარო ინფორმაცია

 ზურაბ ჯვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 2005 წელს დაარსდა. 2014 წლიდან სკოლა განახლებული პროგრამებით ფუნქციონირებს.  სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება ხორციელდება ,,საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება", ,,სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა” და ,,კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამის" ფარგლებში.

სკოლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები (სწავლება ფინანსდება სახელმწიფოს მიერ), ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირი ხელშეკრულების საფუძველზე.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მოქმედ საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის დარგობრივი კურსების მსმენელთა რაოდენობა წინა წლებთან შედარებით  შემცირდა. „ნიუპრესის“ მიერ მოთხოვილი საჯარო ინფორმციით ირკვევა, რომ თუ 2014 წელს სწავლება ჩატარდა 5 დარგობრივ კურსში და ჯამურად სკოლამ მიიღო 225 მსმენელი, 2015 წელს მოხდ 360 მსმენელის მიღება. 2016 წლიდან კი უკვე კლებაა,  მსმენელთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად შემცირდა და წლის მანძილზე მხოლოდ 208  მსმენელის მოწვევა ხდება. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 8 თვის მანძილზე განხორციელებულ საქმიანობას, სკოლას მხოლოდ 129 მსმენელი ჰყავს მიღებული.

 

სასწავლო პროგრამის დასახელება

სასწავლოწელი

 

მსმენელთარაოდენობა

საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება (4 მიმართულება)

2014

 

225

საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება (5 მიმართულება)

2015

 

360

საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება (7 მიმართულება)

2016

 

208

საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება (10 მიმართულება)

2017

 

129

 რამ გამოიწვია სკოლის მსმენელთა რაოდენობის ასეთი მკვეთრი ცვლილება , ხომ არ ემქრება  ქუთაისში კიდევ ერთ მსხვილ ცენტრალიზებულ პროექტს დახურვა,  რა მიზნით მოხდება მსმენელებისაგან გამოთავისუფლებული ინფრასტრუქტურის შემდგომი გამოყენება, რომელიც სასწავლო თვალსაზრისით ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და წლიურად რამოდენიმე ასეული მსმენელის მიღება, დაბინავება და გატარება შეუძლია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სკოლის დირექტორს ქეთევან მახარაშვილს მივმართეთ, რომელმაც სცადა სასწავლო პროგრამების შეჩერება ჯერ საარჩევნო პერიოდის მოახლოებით აეხსნა, თუმცა როდესაც ვთხოვეთ, განემარტა, თუ რა შუაში იყო სკოლის სასწავლო პროგრამები არჩევნებთან, ან თუნდაც შუაში ყოფილიყო, რას ნიშნავდა პროგრამების თითქმის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, 2017 წლის დასაწყისში შეჩერება, პოზიცია შეცვალა და განმარტა, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებაა  თავად იგი არაფერ შუაშია, სამინისტრო თვლის, რომ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისათვის პრიორიტეტი მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებისათვის ენის სწავლება უნდა იყოს.

„არჩევნების გამო წელს მეტი ნაკადები აღარ გვექნება, რაღაც  ცვალებადობას ველოდებით და გადამზადების კურსებიც არ ჩატარდება. მომავალი წლიდან ხელახლა დავიწყებთ აქტივობას. წელს  საჯარო მოხელეებს ბევრად დატვირთული გრაფიკი აქვთ. არჩევნები ერთ –ერთი მიზეზია, ასევე მნიშვნელოვანია ის რომ ბევრად დიდ კონცენტრაციას ვაკეთებთ ქართული ენის სწავლებაზე უმცირესობებში და ამ მიმართუებით ბიუჯეტის დიდ ნაწილი იქნა გადასრლილი.  წელს არც ბიუჯეტი გვაქს დიდი, ამასთან  მუნიციპალიტეტებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთ თანამშრომლების გადამზადება დააფინანსონ, მაგრამ აჩვენების გამო წელს ფულის დახარჯვას არ აპირებენ და ჩვენ უფასოდ ვეღარ მოვემსახურებით“–განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია სკოლაში გაცემული პრემიების შესახებ. „ნიუპრესი“ აღნიშნული საკითხითაც დაინტერესდა. ჩვენ მიერ მოთხოვილი ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მხოლოდ გაცემული პრემიების ჯამური თანხა მოგვაწოდა. სკოლის ხელმძღვანელის ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, მას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს რა ფორმით გაასაჯაროებს ინფორმაციას.  მახარაშვილის გადაწყვეტილებით, არ მოგვეწოდა ინფორმაცია, ხელმძღვანელ პირებზე რა ოდენობის პრემია გაიცა მიმდინარე წელს. საჯარო ინფორმაცის შესახებ არსებული კანონი სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ უწყებას ავალდებულებს გაცემული პრემია–დანამატების შესახებ ინფორმაცია გახადოს გამჭვირვალე, მათ შორის ხელმძღვანელ პირებზე გაცემული პრემია. როგორც ქეთევან მახარაშვილმა განმარტა, არ იცის მოგვაწვდის თუ არა ინფორმაციას.

„მოგაწოდეთ ინფორმაცია სკოლაში გაცემული პრემიების შეახებ. სახელებით და გვარებით ვერ მოგწეროთ. პრემია გაიცემა ყველა თანამშრომელზე, თუ გადავწყვიტე ინფორმაციის მოწოდება მოგაწვდით ყველა თანამშრომელზე და არა კონკრეტულად ვინმეზე“–განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა.

ინფომაციის მოპოვების მიზნით, სკოლას განცხადება განმეორებით გადავუგზავნეთ, პასუხს ამ დრომდე ველოდებით.

მოწოდებული ინფორმაციით კი 2017 წელს პირველ კვარტალში 41 თანამშრომელზე 22 617, 50 ლარი, მეორე კვარტალში 42 თანამშრომელზე 36 567, 50  ლარი გაიცა. ჯამში 59 185 ლარი.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა