პირბადის გამოყენება, შესაძლოა, მხოლოდ თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო
შესაძლოა, ივნისის შემდეგ პირბადის გამოყენება მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს სავალდებულო, ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით პირბადის ტარების აუცილებლობა რჩება, რადგან იფიცირების ახალი შემთხვევები ასეულობითაა.
"ვტოვებთ პირბადეების ტარების აუცილებლობას იმიტომ, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების რაოდენობა არის ასეულების ფარგლებში. ამაზე ბევრი დისკუსიაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვხსნათ.
თუმცა, არის საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებზე, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, როგორიცაა თბილისში რუსთაველის გამზირი, ასევე ბათუმის ბულვარი და ა.შ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ გარკვეული პერიოდი, მაგალითად, ივნისში პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი მოსახლეობისთვის," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ნიუპრესი