შესაძლოა მცირე წვიმა - უახლოესი დღეების ამინდი საქართველოში
4 სექტემბერს გამოიდარებს და 8 სექტემბრამდე მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მისივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 8 სექტემბრამდე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +23, +28 გრადუსი იქნება.
თბილისში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს. 8 სექტემრამდე, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 3-5 სექტემბერს +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 6 სექტემბრიდან +29 გრადუსამდე მოიმატებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



15:17
15:16
14:26
17:59
















