შესაძლოა, სხვა კომპანიამ გამოისყიდოს - ირაკლი ღარიბაშვილი "ნამახვანმჰესზე"
შესაძლოა, სხვა კომპანიამ გამოისყიდოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ნამახვანმჰესთან" დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან კომპანიისათვის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სახელმწიფოსა და "ენკას" შორის დადებული ხელშეკრულება მას მემკვიდრეობით დახვდა და მასში მისთვისაც ბევრი რამ იყო მიუღებელი.
"გიდასტურებთ, რომ მე ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე, როგორც ძალიან ბევრი რამ დამხვდა მემკვიდრეობით. ბუნებრივია, ამ კონტრაქტში ბევრი რამ იყო მიუღებელი და ამის შესახებ მე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან. ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება, რომ ინვესტორს ველაპარაკით იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხედბდა, მეც მაწუხებდა მათ შორის, როგორც როგით მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის და ეს სავსებით ნორმალურია. მეორე, რაც შეეხება, ზოგადად პროცესს, ჩვენ გავაგრძელესთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმნებნით იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძლებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ... ჩვენ გვექნება კომუნიკაცია და უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ შემდგომ ბედს. რაც ცშეეხება კითხვას, მქონდა თუ არა ამ საკითხზე კომუნიკაცია პრეზიდენტ ერდოღანთან, რა თქმა უნდა, არ გვქონია ამ საკითხზე კომუნიუკაცია და ეს არის წმინდად ინვესტორსა და სახელმნწიფოს შორის ურთიერთოიბა. რა თქმა უნდა ჩვენ ყველა ინვესტორს ვუთრთხილდებით, მეორეს მხრივ, ჩვენ ყველა ინვესტორს შევუქმნით კომფორტს ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, კომპანიისათვის კომპასაციის შესაძლო გადახდასთან დაკავშირებით, პრემიერმა აღნიშნა რომ ამის უამრავი ვერსია არსებობს.
"ეს არის ძალიან შორეული პერსპექტივა. არავინ იცის რამდენის გადახდა მოგვიწევს, თუ კომპანია დატოვებს, დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია შეაფასებს მის მიერ დახარჯულ ინვესტივიების მოცულობას, ამის მიხედვით მოხდება მოლაპარაკება. შეიძლება სხვა კომპანიამ გამოიყიდოს, უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს.
ავტორი: ნიუპრესი