|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეთანხმების დოკუმენტს ხელი გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე  გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა.

ვაშაძე ევროკავშირის წარემომადგენლობის ოფისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. ხელმოწერის შესახებ ინფორმაციას თავად საელჩო ავრცელებს.

 შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე კენჭს ქუთაისის მაჟორიტარო დეპუტატის მანდატზე იყრიდა. როგორც ის აცხადებდა, პარლამენტში მხოლოდ მსჟორიტარის მანდატის მიღების  შემთხვევაში შევიდოდა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა მოაწერეს, გამონაკლისი გახდა ნაციონალური მოძრაობა და ევროპყული საქართველო, რომელმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. თუმცა ამ პარტიებიდან რამდენიმე შეთანხმებას ინდივიდუალურად შეუერთდა.

 

ავტორი: ნიუპრესი