|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეუსრულებელი დაპირებების ფონზე, მთავრობამ წინასაარჩევნოდ ახალი პროექტები დაანონსა - გიგა შუშანია

კარს მოგვადგა თვითმმართველობის არჩევნები და ახლა მთავრობას გაახსენდა, რომ თურმე მუნიციპალიტეტებში განახლების პროექტები უნდა დაიწყოს, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის წევრმა" გიგა შუშანიამ პრემიერი ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, ივნისიდან  მუნიციპალიტეტებში ნახევარი მილიონი ლარის პროექტების განხორციელება დაიწყება. 

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომაეის განცხადებით, ქუთაისში წინა თვითმმართველობის არჩევნების დროს დაანონსებული პროექტებიც კი არაა ჯერ დაწყებული.  

"კარს მოგვადგა თვითმმართველობის არჩევნები და  მთავრობას ახლა გაახსენდა, რომ თურმე მუნიციპალიტეტებში განახლების პროექტები უნდა დაიწყოს.  ამასაც აპირებენ  დამატებით ვალების  აღებით, ისედაც ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოს საგარეო ვალი, ლარი გაუფასურებულია. ჯერ ჯობია "ქართულმა ოცნებამ" თავისი ძველი დანაპირებები შეასრულოს, მაგალითად წინა ტვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაანონსებული "რიონისპირა სახლების", ასევე გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია,   ასსაფეხურიანი კიბეების და კიდევ უამრავი პროექტი, რომელიც დაანონსდა და შემდეგ დავიწყებას მიეცა.  გელათის რეაბილიტაციის პროექტს ვერ მოაბეს თავი და  ამ ყველაფერის ფონზე,  "ქართულმა ოცნებამ" ახალი პროექტები დაანონსა. ამ ჩავარდნილი და შესრულებელი დაპირებების ფონზე, ბანერებზე გაკრული ახალი დაპირებებით გადაწყვიტა მოაახლეობის მოტყუება"- განაცხადა გიგა შუშანიამ. 

  შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქვეყნის განახლების" პროგრამა დაანონსა, რომელიც რეგიონებში ახალი პროექტების დაწყებას გულისხმობს. 

ავტორი: ნიუპრესი