შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აქტიურ ქალბატონებთან(R)
ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარგლებში მცხოვრებ აქტიურ ქალბატონებს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო გენდერი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალბატონების ჩართულობა.
კანდიდატმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქალთა აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია და რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა.
„ორასამდე აქტიური ქალბატონი ესწრებოდა შეხვედრას, ეს ძალიან მახარებს. რა თქმა უნდა, აქ დამსწრეთა რაოდენობით არ შემოიფარგლება მათი რიცხვი წყალტუბოში, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ აქ გვჭირდება მეტი აქტიური ქალბატონი. წყალტუბოს სჭირდება გაიზარდოს ქალთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გამომდოინარე აქედან, ჩემი მთავარი საზრუნავი მათი ინიციატივების მხარდაჭერა იქნება" - ამბობს ცოტნე ზურაბიანი.
მისივე თქმით ქართული ოცნება მხარს უჭერს ქალების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს მომავალშიც აუცილებლად გადადგამენ.
ცოტნე ზურბიანი განაგრძობს მსგავსი ფორმატის შეხვედრების ჩატარებას და 20 სექტემბრამდე მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტს შეხვდება. 20 სექტემბრის შემდეგ კი მოსახლეობასთან შეხვედრების მეორე ეტაპი დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი