|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შიმშილობის 39-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაიყვანეს

შიმშილობის 39-ე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან  გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს - ამის შესახებ ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გაავრცელა. 

"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით", -ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში  დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით  ამ დროისათვის თბილისში მასშტაბური აქცია იწყება, თუმცა ხელისუფლებამ დაასწრო და მოშიმშილე პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანა.  ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და მხარდამჭერები, რადგან შიშობენ, რომ ციხის სავადმყოფოში ვერ მოხდება უსაფრთხოების დაცვა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა