|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შიმშილობის 49-ე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა

 ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა.  როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა,  ის საკაცით გადაიყვანეს.  მას პირველი სამედიცინო დახმარება ექიმმა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა აღმოუჩინა, რომელიც, როგორც თავად განაცხადა, ადგილზე შემთხვევით აღმოჩნდა. 

„მიხეილ სააკაშვილს არტერიული წნევა, ჰემოდინამიკა, ვენტილაციური პარამეტრები გამოსწორებული და მოწესრიგებული აქვს. 

კონკრეტული მიზეზი მდგომარეობის დამძიმების შორს წაგვიყვანს, მაგრამ შიმშილი იწვევს უამრავ ცვლილებას ორგანიზმში და ახდენს გამოვლინებას. დღეს მოხდა ეს. იყო ცნობიერების კარგვა, ჰიპერტენზია, ტახიკარდია“, - განაცხადა გულიკო ქილიფთარმა.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 49-ე დღეა. მედიკოსების განცხადებით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

 

ავტორი: ნიუპრესი