|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გპირდებით, რომ თქვენს გვერდით ვიდგები და აქტიურად ვიმუშავებ ყველა პრობლემაზე" (R)

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მე-13 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლილოს დასახლებაში რუსთაველის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა.

 მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. „როდესაც მოვა 8 ოქტომბერი, თქვენ თავისუფლად უნდა მიიღოთ თქვენი გადაწყვეტილება, უნდა დაინახოთ განსხვავება, თქვენი აზრი უნდა დააფიქსიროთ. მე აქ მოვედი თქვენთან, რათა უშუალოდ მოვისმინო ის თხოვნები და პრობლემები, რაც აქ მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. მე გპირდებით, რომ თქვენს გვერდით ვიდგები და აქტიურად ვიმუშავებ ყველა პრობლემაზე“-, განაცხადა შოთა ხაბარელმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი