შოვიდან 55 კილომეტრში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს
ონის მუნიციპალიტეტში, მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. არსებული ინფორმაციით, აღმოჩენილი ცხედარი ქალისაა.
პარალელურად გრძელდება სამუშაოები და ამჯერად მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი. საძიებო სამუშაოები 5 პირთან დაკავშირებით გრძელდება.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა