|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოვში, სამაშველო სამუშაოების დროს, სამხედრო პირი სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა

რაჭაში, სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გარდაიცვალა.  

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თემურ ხარჩილავა შოვში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.  

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო. 2023 წლის 29 აგვისტოს სასწავლო ცენტრ „სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა