|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრიატლსა და ბიატლში შსს–ს თანამშრომელმა გაიმარჯვა

შსს-ს თანამშრომელმა მსოფლიო ჩემპიონატში 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატი ტრიატლსა და ბიატლში, რომელმაც სტარტი ბათუმში აიღო, დასრულდა.

საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი ბერძენიშვილმა ჩემპიონატის მესამე დღეს, ინდივიდუალურ გამოსვლაში ბიატლში ოქროს მედალი მოიპოვა. წარმატებულმა სპორტსმენმა საქართველოს ნაკრებს ჯამში სამი - 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი შემატა.

მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში საქართველოში პირველად, თანამედროვე ხუთჭიდისა საერთაშორისო კავშირის, საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა