"იძულებული გავხდით, ჩვენი სატკივარი კელი დეგნანთან მოგვეტანა" - შუქრუთელები
"იძულებული გავხდით, ჩვენი სატკივარი კელი დეგნანთან მოგვეტანა" - ამის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები აცხადებენ, რომლებიც მეორე დღეაე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მათ ფუნდამენტურ, საკუთრების უფლებას არღვევს და დახმარებისათვის აშშ-ს ელჩს მიმართავენ.
"ბოლო 2 წლის განმავლობაში ვითხოვდით კომპანიისგან ყურადღებას და მის მიერ მოყენებული ზარალის ანაზღაურებას, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ, გავხდით იძულებული 19 დღიანი შიმშილობის შემდეგ თბილისში ჩამოვსულიყავით და ჩვენი სატკივარი აშშ-ს ელჩთან ქალბატონ კელი დეგნანთან მოგვეტანა", - აცხადებს აქციის მონაწილე.
შეგახსენებთ, შუქრუთის მცხოვრებლების უწყვეტი პროტესტის 106-ე დღეა გრძელდება. შუქრუთში კომპანიის საქმიანობის შედეგად ადგილობრივების სახლები ინგრევა და ეზოებში კი ღრმულები ჩნდება. კომპანიამ კომპესაციასთან დაკავშირებით შეთანხმება ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილთან მოახერხა, ნაწილი კი პროტესტს აგრძელებს. აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას 21-ე დღეა უკვე რაც მიმართეს, პროტესტის 8 მონაწილებმა, მათ შორის 3-მა ქალმა პირი ამოიკერა.
ავტორი: ნიუპრესი