|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შუქრუთში ადგილობრივების საპროტესტო აქცია გრძელდება

 შუქრუთში, სადაც გუშინ სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, ადგილობრივი მცხოვრებლების აქცია გრძელდება. ათამდე ადამიანი შიმშილობს.

მათი თქმით, თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, პროტეტის უკიდურეს ფორმაში ქალებიც ჩაერთვებიან.

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში 175 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზისგან" ზარალის პროპორციულ კომპესაციას ითხოვენ. მათი თქმით, მანგანუმის მოპოვების შედეგად მათი სახლები დაიბზარა, დაიმეწყრა ტერიტორია და სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.

ავტორი: ნიუპრესი