სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო
საქართველოს ქალაქებსი გამოკრულ ქალაქში გამოკრულ ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად.
„აღნიშნულ ბანერებზე განთავსებული მასალა მიმართულია რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარსაჭერისგან თავის შეკავებისკენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით ცესკომაც იმსჯელა და დაადგინა, რომ ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად. ხოლო მისი გამკვრელი პირი არ არის საარჩევნო სუბიექტი, შესაბამისად ცესკო ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმს ვერ შეადგენს.
როგორც ცნობილია, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ე.წ. „სისხლიანი ბანერების“ გაჩენა ქუთაისელმა ბიზნესმენმა მიხეილ გაბრიჩიძემ დააფინანსა. მან ეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას დაადასტურა.
ავტორი: ნიუპრესი