|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურად დაუცველი ქალი პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გამო მცირეწლოვანი შვილების თვალწინ დააკავა

ქუთაისში წუხელ დაკავებული სოციალურად დაუცველი თამთა დოლაბერიძის შვილი სამართალდამცველებს ადანაშაულებს. მისი თქმით, პოლიცია მათთან გვიან ღამით შევიდა და ჩხრეკა დაიწყო, რასაც ოჯახის წევრების წინააღმდეგობა მოყვა.

დაპირისპირების გამო თამთა დოლაბერიძე შვილების თვალწინ დააკავეს, მისი ორი არასრულწლოვანი შვილი კი თავშესაფარში გადაიყვანეს.

მომხდარის ამსახველ კადრებს დაკავებულის შვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და დახმარებას ითხოვს.

მისი თქმით, უცნობია, დედამისი სად იმყოფება. ოჯახი სოციალურად დაუცველია. პოლიციაში დამატებით კითხვებს არ პასუხობენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა