პარლამენტარ სოფო კილაძის ყოფილ ქმარს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილ ქმარს, ავთანდილ ხარაძეს პატიმრობა შეეფარდა-ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მოსამართლე დავით კურტანიძემ 4 ივნისს იმსჯელა და ავთანდილ ხარაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ივლისს, გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, ხარაძემ შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია. მას ყოფილ ცოლთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიური ძალადობაში ადანაშაულებდა. თუმცა, ავთანდილ ხარაძე კატეგორიულად გამორიცხავდა ყოფილ მეუღლეზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას.
როგორც ხარაძე აცხადებდა, ყოფილ მეუღლეებს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი 5 წლის შვილის ქუთაისში, ხარაძის მშობლებთან ერთი წამოყვანა გახდა.
ავტორი: ნიუპრესი