|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სომხეთის არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმებამ“ გაიმარჯვა.

პარტიას ხმა ამომრჩეველთა 53.9%-მა მისცა, ოპოზიციურმა ბლოკმა „სომხეთმა“ კი, რომელსაც ექსპრეზიდენტი კოჩარიანი ხელმძღვანელობდა, ხმათა 21% მიიღო. 5.2%-ით მესამე ადგილზეა ექსპრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ბლოკი „პატივი მაქვს.“

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ სომხეთის რევოლუცია „ფოლადივით მყარია“ და თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბლოკ „სომხეთის“ ლიდერებმა კი არჩევნების შედეგებს საეჭვო უწოდეს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა