|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სპორტის მინისტრმა ხონელ ბავშვებს სპორტული ინვენტარი გადასცა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან პაატა ნადირაძესთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული სასპორტო სკოლა და სპორტ კომპლექსის შენობა დაათვალიერა და სკოლის მესვეურებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.

ხონის სასპორტო სკოლაში ბავშვები სპორტის რვა სახეობაში ვარჯიშობენ: ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, რაგბში, კრივში, მძლეოსნობაში, ჭიდაობასა და კარატეში. საერთო ჯამში, სკოლაში 200–მდე ბავშვი ვარჯიშობს. მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ადგილობრივ მწვრთნელებსა და სპორტსმენებსაც შეხვდა და მათგან აღნიშნულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა