|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროკავშირი საქართველოში სამწუთიანი ფილმების კონკურსს აცხადებს

„გახდი ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით”, - ეს მოწოდება  წარმოადგენს 

კონკურსის თემას, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა უკვე მეორე წელია 

ახორციელებს საქართველოში. აღნიშნული კონკურსის პრეზენტაცია ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. კონკურსის კოორდინატორებმა 

ნინო უკლებამ და ირაკლი სულაბერიძემ დამსწრე საზოგდოებას გააცნეს კონკურსის 

პირობები.  რომელიც გულისხმობს მობილური ტელეფონით მოკლემეტრაჟიანი (სამწუთიანი) ფილმების გადაღებას. მონაწილეებმა სამწუთიან ფილმში შემოქმედებითი მიდგომით უნდა 

ასახონ  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთი ან რამდენიმე პროექტის საქმიანობა.

შესაბამისად პრეზენტაციაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი პროექტებიც 

გააცნეს დამსწრე პუბლიკას. პროექტი, ქუთაისი „ეს მუშაობს“  გულისხმობს 2016 წლის 

ბიუჯეტის ფორმირებაში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას. (მხარდამჭერი ქუთაისის მერია. ხოლო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მეორე პროექტი, რომელსაც ქუთაისოის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი ახორციელებს, შშმ პირების გადამზადებას და დასაქმებას ისახავს მიზანად. მასში 60-მდე ბენეფიციარია ჩართული.

კონკურსში მონაწილე  ახალგაზრდებს საშუალება აქვთ გადმოსცენ, თუ რა გავლენა 

იქონია ევროკავშირმა იმ  სფეროზე, რასაც კონკურსანტები აირჩევენ. 

წელს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გამოავლენს კონკურსის

 6 გამარჯვებულს 2 ძირითად ასაკობრივ კატეგორიაში 13-18 წლამდე სკოლის

 მოსწავლეები. და 18-25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.  თითოეულ ასაკობრივ 

კატეგორიაში გამოცხადდება 3 გამარჯვებული. მათ გადაეცემათ პრიზები.

„ფილმების ტექნიკურად გამართულობას და ხარისხს  ყურადღება ნაკლებად 

მიექცევა, მთავარია იდეა’, -აღნიშნა ირაკლი სულაბერიძემ.

კონკურსი დაიწყო 2014 წლის 25 აპრილს და გაგრძელდება მიმდინარე წლის 
2 ივნისამდე.  

ავტორი: ეკა კუხალაშვილი