დაბალი ადამიანები მაღლებზე დიდხანს ცოცხლობენ
ჰავაის უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ ჩატრებულმა კვლევამ, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა სიმაღლის რამდენიმე ათასი ადამიანი იღებდა, აჩვენა, რომ დაბალი სიმაღლის ხალხი უფრო დიდხანს ცოცხლობს.
ამერიკელი მეცნიერების ამ დასკვნას ჯერჯერობით ეჭვის თვალით უყურებენ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში. თუმცა ფაქტია, ექსპერიმენტისას გამოვლინდა რომ, იაპონური წარმოშობის ამერიკელები, რომელთა სიმაღლე 158 სმ-ს არ აღემატება, უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე მათი 163 სმ. სიმაღლის „კონკურენტები “.
„რაც უფრო მაღალია ადამიანი - სავარაუდოა, რომ იგი უფრო ადრე დაიღუპება“ , - განაცხადა პროფესორმა ბრედლი ვილკოკსმა. საქმე ისაა, რომ დაბალ ადამიანებს აქვთ „სიცოცხლის ხანგრძლივობის„ კონკრეტული გენი - fox3 , რომელიც ორგანიზმს უზრუნველყოფს ინსულინის დაბალი დონით და იცავს კიბოსგან.
მომზადებულია news.ru-ს მიხედვით
წუარო: "ინფო9"
ავტორი: ნიუპრესი