|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსოფლიოს ყველაზე "მსმელი" ქვეყნების რეიტინგის პირველ ხუთეულში პოსტსაბჭოთა ქვეყნებია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა წარმოადგინეს 2014 წლის Global status report on alcohol and health-ის ანგარიში, რომელიც იძლევა ინფორმაციას, რა დონეზეა ალკოჰოლის მოხმარება მსოფლიოს 194 ქვეყნის მოსახლეობაში.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე მსმელი ქვეყანა ბელორუსიაა. სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოში მცხოვრებ თითო მოსახლე ( 15 წლის ზევით), მოიხმარს 17,5 ლიტრ სუფთა სპირტს წელიწადში. ამავე დროს, მამაკაცებზე მოდის 27.5 ლიტრი, ქალებზე კი - მხოლოდ 9.1 ლიტრი.

მეორე პოზიციას იკავებს მოლოდავა. ისინი საშუალოდ 16.8 ლიტრ სპირტს მოიხმარენ წელიწადში.

სამეულს ასრულებენ ლიტველები (ერთ სულ მოსახლეზე 15.4 ლიტრი წელიწადში),

მეოთხე ადგილზე კი რუსები აღმოჩნდნენ (15.1 ლიტრი ყოველ ზრდასრულ ადამიანზე).

საერთოდ, ალკოჰოლის მოხმარების დონის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზე ევროპა დგას. მაგალითად, გერმანიაში, ერთ სულზე 11.8 ლიტრი სუფთა სპირტი მოიხმარება.

ექსპერტები ვარაუდობენ, ახლო მომავალში ალკოჰოლის მოხმარების შემცირებას ევროპაში, მაგრამ, ამავე დროს, მკვეთრ ზრდას სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში. კერძოდ, კი ჩინეთსა და ინდოეთში.

ყოველწლიურად მსოფლიოში ალკოჰოლი კლავს 3.3 მილიონზე მეტ ადამიანს (ეს 5,9%-ია საერთო სიკვდილიანობის) და ჯანმრთელობის ხარჯების 5.1% სწორედ უკავშირდება ალკოჰოლური სასმელების მოხმარებას.

firstnews.ru

წყარო:INFO9.GE 

ავტორი: ნიუპრესი