რა საფრთხე გელით დროებითი ტატუსგან
დროებითი ტატუირება ტრადიციული მოსვირინგების მტკივნეულ პროცედურას ანაცვლებს. თუმცა, აშშ-ის სურსათისა და მედიკამეტების კონტროლის სამსახური მომხმარებელს აფრთხილებს, რომ დროებით ტატუს სერიოზული პრობლემების გაჩენა შეუძლია.
კონტროლის სამსახურმა ყველა მომხმარებელს, ვინც დროებით სვირინგს ატარებს, სთხოვა პროცედურის შემდეგ გამოხატული რეაქციები დააფიქსიროს, რათა ამ პროცედურის უსაფრთხოების შესახებ ზუსტი სტატისტიკა დაადგინდეს. ამავე სამსახურის ეპიდემიოლოგის, კეტრინ ჰოლინჯერის თქმით, საღებავებმა, რომლებიც დროებითი სვირინგისთვის გამოიყენება, კონტროლის სამსახურში ტესტირება უნდა გაიაროს, ზუსტად ისე, როგორც წამლებმა. თუმცა, ამ დრომდე საღებავები არც ერთ სოლიდურ ორგანიზაციას არ შეუმოწმებია.

"ტატუს საღებავებს ქრონიკური ალერგიული რეაქციების გაჩენა შეუძლია. მათ შორის კანზე გამოხატული წყლულებითა და გამონაყარით, გადაგვარებული ქსოვილებით, შეუქცევადი პათოლოგიური პროცესებითა და მზისადმი მომატებული მგრძნობელობით," - აცხადებს ჰოლინჯერი.
თავისი რისკები გააჩნია ტრადიციულ სვირინგსაც. განსაკუთრებით მაღალია მელანის დაბინძურების საფრთხე, რომელსაც ორგანიზმში საშიში ინფექციები შეჰყავს.
ბევრ ადამიანს თავად ტატუს მელანზე აქვს ალერგიული რეაქცია, განსაკუთრებით წითელ ფერზე.
წყარო: www.ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა