მაიორკაზე ბიკინის ჩაცმას აკრძალავენ
პოპულარულ ესპანურ კურორტზე, მაიორკაზე აპირებენ მიიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც, ტურისტებს საკურორტო ზონის მიღმა საცურაო კოსტიუმით გამოჩენა აეკრძალებათ.
ადგილობრივი ჩინოვნიკები აპირებენ აკრძალონ ბიკინიში გამოჩენა პლაჟის მიღმა, კუნძულის დედაქალაქ პალმეში. ამ კანონის მიღება მთავრობამ მას მერე გადაწყვიტა, რაც მაიორკის მოსახლეობისგან მრავალრიცხოვანი საჩივარი მიიღო.
"მე არ ვიცი სხვა მაღალკულტურული საკურორტო ქალაქი, სადაც ტურისტებს ნებადართული აქვთ, პრაქტიკულად დედიშობილებმა ისეირნონ ქუჩებში", - განაცხადა ქალაქ პალმეს მერის მოადგილემ, ალვარო ხიხონმა.
ჯერჯერობით უცნობია, სასჯელის რა ზომა ემუქრება იმ ტურისტს, ვინც ახალ კანონს დაარღვევს, თუმცა, ზოგიერთი მონაცემით, ცნობილია, რომ კანონდამრღვევებს დაეკისრებათ ჯარიმა 800 დოლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ამ კანონის მიხედვით, საცურაო კოსტიუმით სეირნობა მხოლოდ ქალაქის ქუჩებში იქნება აკრძალული და არა პლაჟის მიმდებარე ტერიტორიებზე. ასე რომ, ტურისტებს იმისათვის, რომ ნაყინი იყიდონ, არ მოუწევთ ზედმეტად ჩაცმა-გახდა.
ავტორი: ნიუპრესი