თამარ გურჩიანი - ახლა ყველა შეძრწუნებულია, მაგრამ საკუთარ ბრალს მაინც ვერავინ ხედავს
ქმრის მიერ ცოლის მოკვლის გახშირებულ შემთხვევებზე იურისტი თამარ გურჩიანი აცხადებს, რომ "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ძალადობის ეს ტრაგიკული შემთხვევები ტრივიალურ კრიმინალად კი არ აღვიქვათ, არამედ დავაკავშიროთ იმ კულტურულ, სოციალურ და რელიგიურ ნორმებთან, ტრადიციებთან, ცრურწმენებსა და სტერეოტიპებთან, რომლებსაც სხვა დროს, გულგრილად წავუყრუებთ ხოლმე," - წერს იურისტი თამარ გურჩიანი facebook-ის საკუთარ გვერდზე,
"ყველა ის ტელე და სარეკლამო კომპანია, რომელიც ქალების ლოგიკას, ავტომანქანის მართვის უნარ-ჩვევებს დასცინოდა, ქალები გამრავლების საშუალებად, სექსუალური მოხმარების ობიექტებად ან მრეცხავ-მხეხავებად გამოჰყავდა, ყველა ის რელიგიური ინსტიტუცია, რომელიც ქალების მიერ კაცების ფეხისბანაზე და ფეხქვეშ დაგებაზე ქადაგებდა, ყველა მათგანი ამყარებდა ქალების ჩაგვრის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და საკუთარი წვლილი შეჰქონდა ამ ტრაგედიაში.
დღევანდელ ისტორიაში ერთი მომენტი იყო ჩემთვის თავზარდამცემი. მეზობელი ქალი ყვება მედიასთან, რომ მოკლულ ქალს "არ უნდოდა" მისი ქმარი. ვინ შეიძლება უფრო დაუცველი იყოს ამ ქვეყანაში, ვიდრე რვა შვილის დედა, რომელიც მეცხრე შვილს ელოდება და ჰყავს ქმარი, რომელიც "არ უნდა." ქალი, რომელიც იმ სახელმწიფოს მოქალაქეა, სადაც ერი და ბერი მას მეორეხარისხოვან არსებად მიიჩნევს, სადაც სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში, მთავრობაში, პარლამენეტში, ბიზნესსა და მედია სექტორში, ეკლესიაში, დარწმუნებული ვარ ახლა ყველა შეძრწუნებულია, მაგრამ საკუთარ ბრალს მაინც ვერავინ ხედავს," - წერს გურჩიანი.
ავტორი: ნიუპრესი